გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონს. ვისწავლე, როგორ დამეწერა პროექტის შინაარსი. ავირჩიე პრობლემატური თემა მომავალი პროექტისთვის. გავეცანი პროექტის ბუკლეტის შაბლონებს და შევქმენი ჩემი პროექტის ბუკლეტი. ამოვიწერე ის საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, რომლებიც შეესაბამება ჩემს პროექტს. შევიმუშავე სასწავლო მიზნები, რომლებიც პროექტის წარმატებით დასრულებისას სწავლის შედეგებად იქცევიან. ჩამოვწერე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შევარჩიე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები პროექტის მსვლელობისთვის.
No comments:
Post a Comment